მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG აზერბაიჯანში ბიუროს ხსნის

BMG
BM. GE
01.12.23 21:30
795

“ბიზნესმედია საქართველო” (BMG) საერთაშორისო ბაზრების ათვისებას აგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, BMG-მ წარმომადგენლობა აზერბაიჯანშიც გახსნა.

ბაქოში BMG-ის ბიუროს ჟურნალისტი სადრადინ აგჯაევი/Sadraddin Aghjayev (s.agdzaev@bm.ge) უხელმძღვანელებს.

“მსურს, სადრადინ აგჯაევს წარმატება ვუსურვო. ის კარგად იცნობს BMG-ს მუშაობის სპეციფიკას. ბიზნესმედიაში გამოცდილი ჟურნალისტია და დარწმუნებული ვარ, კოლეგებთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს BMG-ის რეგიონულ ზრდასა და საინფორმაციო დაფარვაში”, - აცხადებს გიორგი ისაკაძე, BMG-ს გენერალური პროდიუსერი.

BMG, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ სიახლეებს მკითხველებს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე მიაწვდის.

“BMG, რეგიონის მასშტაბით, ეკონომიკური სიახლეების წამყვან საინფორმაციო ჰაბად და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოდ ჩამოყალიბდა. მიმდინარე წლის ბოლომდე, სომხეთშიც ვგეგმავთ ბიუროს გახსნას, რასაც ცალკე ვაცნობებთ ბიზნესმედიას მიმდევრებს და გულშემატკივრებს. 2023 წელს BMG დაასრულებს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოდ ტრანსფორმაციას და ოთხ ენაზე გააგრძელებს საქართველოს, რეგიონის და მსოფლიოს ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეების გავრცელებას. ვფიქრობ, აღნიშვნის ღირსია, რომ ქართულ ბიზნესს უჩნდება უნიკალური შანსი ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესაქტივობები ოთხ ენაზე (GEO, ENG, TR, RU) გააცნოს მსოფლიოს ბიზნესსაზოგადოებას BMG-ს წარმომადგენლობების საშუალებითაც” - აცხადებს BMG-ის რედაქტორი და გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.

ამ დროისთვის, გარდა ქართული ენისა, BMG-ზე საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ სიახლეები ხელმისაწვდომია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე. ვებვერდს წლიურად 7.4 მილიონზე (Google Analytics 2022) მეტი უნიკალური მკითხველი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები