BMG-მ წარმომადგენლობა აზერბაიჯანშიც გახსნა. ბაქოში BMG-ის ბიუროს ჟურნალისტი სადრადინ აგჯაევი უხელმძღვანელებს. გარდა ქართული ენისა, საერთაშორისო მედია სააგენტოზე BMG საქართველოსა და მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ სიახლეები ხელმისაწვდომია ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებზე. ვებვერდს წლიურად 7.4 მილიონზე მეტი უნიკალური მკითხველი ჰყავს.