BMG განაგრძობს ზრდას. ვცდილობთ კიდევ ერთი ქართული ბრენდით შევავსოთ რეგიონის პალიტრა და დავფიქსირდეთ იმ ქვეყნებში, სადაც საქმიანი ურთიერთობები ქვეყნებში შორის გამორჩეულად აქტიურია და ინვესტირების პოტენციალიც დიდი. რამდენიმე კვირიანი სატესტო რეჟიმში მუშაობის შემდეგ, სრულფასოვნად ამუშავდა BMG-ის სომხეთის ბიურო ერევანში და მას გამორჩეული ჟურნალისტი, არშალუის მღდესიანი გაუძღვება.