ჟურნალისტების 26 კაციანმა გუნდმა, რომელიც დღეს BMG წარმოადგენა, ტელეკომპანია მაესტროს სასამართლო მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვენი გუნდის 26 მოსარჩელის სარჩელი, “შპს სტუდია მაესტროს წინააღმდეგ” ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნაწილობრივ პირობითად, იმიტომ რომ ის ნაწილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა ეს სამსახურში აღდგენას შეეხებოდა. დანარჩენს რაც შეეხება სრულად დაკმაყოფილებულია. სასამართლომ ბათილად სცნო გათავისუფლების ბრძანებები და მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისა ფულადი კომპენსაციების გადახდა. საქმე ეხება BMG-ს 26 თანამშრომლის სარჩელს, რომლებიც მაესტრომ სამსახურიდან 2016 წელს გაუშვა.