მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG-ის ინტერვიუ ანტალიის აეროპორტის გენერალურ მენეჯერთან

647df84b33ac4
BM.GE
05.06.23 23:30
561
BMGTV-ის გადაცემაში "საუბრები ავიაციაზე" ანტალიის აეროპორტის გენერალურმა მენეჯერმა გუდრუნ ტილიუკმა ავიაციის მნიშვნელობასა და ამ სფეროს მიმართ დაინტერესებაზე ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა მან არჩევანი საავიაციო სფეროზე? მან შემდეგნაირად უპასუხა: არსებობს გამოთქმა, რომ მას შემდეგ რაც იგრძნობ საავიაციო საწვავის სუნს, სრულად ხდები ავიაციით მოწამლული/მონუსხული და არასოდეს ტოვებ მას. სწორედ ეს მოხდა ჩემს შემთხვევაში. უკვე 25 წელია ჩემი კარიერა საავიაციო სფეროში გრძელდება. 

- როგორია თქვენი, როგორც ქალბატონის გამოცდილება, რომ მოღვაწეობდე ისეთ სექტორში, სადაც მამაკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს? თქვენ არაერთ აეროპორტს მართავთ, მათ შორის ანტალიაში, ფრანქფურტში და მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანაში. რამდენად რთულია ასეთ მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა, როგორიცაა Fraport-სა და TAV Airport Holding-შია?

მამაკაცების ნამდვილად დომინირებენ საავიაციო სექტორში, თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალების რაოდენობა ავიაციის ყველა მიმართულებით, მათ შორის მენეჯმენტში და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას თუ როგორია მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა, ეს ავიაციის სპეციფიკაა, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა კულტურის და ეროვნების ადამიანთან ერთად გიხდება მუშაობა, რაც ძალიან გაძლიერებს და გამოცდილებას გძენს. ისეთ გლობალურ ინვესტორ კომპანიებში როგორიც Fraport-ი და TAV Airport Holding-ია, რომლებიც დაახლოებით 30 ქვეყანაში მართავენ აეროპორტებს, შეგიძლიათ მიიღოთ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის და კულტურის გამოცდილება და სწორედ ეს ხდის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნიკალურს. 

- რამდენიმე წლის წინ Fraport-მა და TAV Airport Holding-მა სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს, აქ აღსანიშნავია თქვენი ერთობლივი პროექტი ანტალიის აეროპორტის სახით. რა გახდა ამ პარტნიორობის შექმნის საფუძველი, ისეთ მსხვილ აეროპორტების მართვის კომპანიასთან როგორიცაა TAV Airport Holding?

კომპანია Fraport-მა პირველი ინვესტიცია ანტალიის აეროპორტში 24 წლის წინ განახორციელა, იმ დროისთვის სხვა კომპანია იყო ჩვენი ადგილობრივი პარტნიორი. 2018 წელს კი ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგიული პარტნიორობა TAV Airport Holding-თან რამაც ნამდვილად გააძლიერა ორივე მხარე. უნდა აღვნიშნო რომ TAV Airport Holding ძალიან ძლიერი ადგილობრივი და ამავე დროს საერთაშორისო პარტნიორია. მიხედვად იმისა რომ ბევრი წელია ანტალიაში ვართ, კომპანია Fraport მაინც უცხოელი ინვესტორია თურქეთში და ამ Joint Venture - ის ჩამოყალიბება ადგილობრივი ძლიერ კომპანიასთან იყოს მთავარი რაციონალური საფუძველი ამ გადაწყვეტილებისა. ამ ორი დიდი გამოცდილების კომპანიის დაკავშირება და ამ სინერგიის შემოტანა საავიაციო სექტორში ნამდვილად უნიკალური შემთხვევაა. მსოფლიოში ბევრ აეროპორტის ვერ ნახავთ სადაც ერთობლივად წარმოდგენილები არიან სააეროპორტო ბიზნესის ასეთი გლობალური მოთამაშეები/ინვესტორები და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტია.

- ის შედეგები, რომელიც ანტალიის აეროპორტშია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი პარტნიორობა აეროპორტის მართვის კუთხით ნამდვილად ძლიერი და ეფექტურია. ერთია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია პროექტების ერთობლივი განვითარება და მასთან დაკავშირებული ვალდებულებები. Fraport-ის გადმოსახედიდან როგორია ანტალიის აეროპორტის განვითარების პერსპექტივები და სტრატეგია?

ანტალიის აეროპორტის პროექტი კომპანია Fraport-ის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა საზღვარგარეთ და ამ აეროპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ისევე როგორ ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის. კონცენტრირებული ვართ ამ აეროპორტის განვითარებაზე, მაგრამ თუ იქნება ახალი შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყნებში და ლოკაციებზე, გავაფართოებთ ამ პარტნიორობას ახალი პროექტების კუთხით.

- თქვენ შეეხეთ პარტნიორობის გაფართოების საკითხს და სწორედ მინდა ამ თემაზე გკითხოთ. გეგმავთ თუ არა, რომ თქვენი Joint Venture-ი და ერთობლივი საქმიანობა გასცდეს ანტალიის აეროპორტის ფარგლებს?

ვფიქრობ,მას შემდეგ რაც დავასრულებთ ანტალიის პროექტში ინვესტიციების განხორციელებას და სრულად გაეშვება ახალი პროექტი, ცხადია ვიფიქრებთ სხვადასხვა შესაძლებლობებზე. დღეისათვის ვკონცენტრირდებით ანტალიის აეროპორტში განსახორციელებელ ინვესტიციაზე- ერთობლივად ვდებთ 750 მილიონი ევროს ანტალიის აეროპორტში, რათა გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ამავე დროს გვაქვს საკონცესიო გადასახადი დასაფარი, რაც რამდენიმე მილიარდს შეადგენს. არ არის ადვილი ასეთ მოკლე პერიოდში პარალელურ რეჟიმში ასეთი მასშტაბის რამდენიმე ინვესტიციის განხორციელება და ამიტომ ჯერ ეს პროექტი უნდა დავასრულოთ ანტალიის აეროპორტში, ხოლო მომავალში ცხადია ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ სხვა პერსპექტიულ პროექტებზე.

- ანტალიის აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის დინამიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ მინდა პანდემიის საკითხს სხვა კუთხიდან შევხედოთ და გკითხოთ, რა ვისწავლეთ ამ კრიზისიდან და რამდენად დაგვანახა ამ კრიზისმა საავიაციო სფეროს იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ამას მანამდე აღვიქვამდეთ?

ნამდვილად დავინახეთ ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ავიაცია, რადგან მის გარეშე ადამიანებს არ შეუძლიათ მოგზაურობა ოჯახის, ბიზნესის და სხვა მიზნებისთვის. ამ პერიოდში ვისწავლეთ ვირტუალურ გარემოში ცხოვრება და მუშაობა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით, მაგრამ ეს არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ვხედავთ, რომ ავიაცია ძალიან მალე ჩადგა მწყობრში და დაიწყო ფუნქციონირება, რაც მეტყველებს მის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები