მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMG ჯანდაცვის კონფერენციას მართავს – "საქართველოს ჯანდაცვის მომავალი AI ეპოქაში"

konference

5 დეკემბერს BMG ტელეგადაცემებთან "ჯანდაცვის სტანდარტთან" და „მედსკრიპტუმთან“ ერთად ეროვნულ პროფესიულ კონფერენციას მართავს სახელწოდებით „საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: დამოუკიდებლობის 35 წელი – რა არის შემდეგი?“

ღონისძიება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების 35-წლიან გამოცდილებას, მიღწევებსა და გამოწვევებს შეაჯამებს და დარგის მომავალზე მსჯელობისთვის ჯანდაცვის სფეროს ლიდერებს, პროფესიონალებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს გააერთიანებს.

კონფერენციის მთავარი ფოკუსი ის ცვლილებები იქნება, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის წინაშე ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩნდება. მონაწილეები იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად მზად არის საქართველო ამ ცვლილებებისთვის, რა მიმართულებით არის საჭირო ინვესტიციები და როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიები ჯანდაცვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.

კონფერენციის პროგრამა სამ ძირითად პანელურ დისკუსიას მოიცავს:

  • ჯანდაცვის სისტემის მოწყობა და მმართველობა – სისტემის მართვის მოდელები, სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა, რეგულირება და ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საჭირო გარემო;

  • რაში ჩავდოთ ინვესტიცია ჯანდაცვაში? – ადამიანური რესურსები, განათლება, ციფრული ინფრასტრუქტურა, ხარისხი, უსაფრთხოება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა;

  • საქართველოს ჯანდაცვა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – უსაფრთხო და ეთიკური AI, კიბერუსაფრთხოება, ჯანმრთელობის მონაცემები, გენომიკა, პერსონალიზებული მედიცინა, ციფრული ჯანმრთელობა და პრევენციის ახალი შესაძლებლობები.

დასკვნით სესიაზე პანელების ძირითადი გზავნილები შეჯამდება და განისაზღვრება საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პრიორიტეტები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. პრიორიტეტებს კონფერენციის მონაწილეები ელექტრონული ხმის მიცემით შეარჩევენ.

  • თარიღი: 5 დეკემბერი, 2026

  • ადგილი: Courtyard by Marriott Tbilisi

BMG – ბიზნესმედია საქართველო • ჯანდაცვის სტანდარტი • Medscriptum

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები