გავრცელებული ინფორმაციით, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდება, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.
ჩვენი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა პარასკევს, 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად, ოფიციალურად, შვებულებაშია.
BMG ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ვანო ზარდიაშვილის ელექტროსისტემიდან წასვლა არ დაგვიდასტურეს, მაგრამ შვებულებაში ყოფნა - კი.
თავად ვანო ზარდიაშვილი BMG-ს სატელეფონო ზარებს და sms-ებს, რამდენიმე დღეა არ პასუხობს.
ენერგეტიკის სექტორში BMG-ს უთხრეს, რომ უკვე გადაწყვეტილია, ვინ შეცვლის ვანო ზარდიაშვილს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის პოსტს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მოქმედი დირექტორი დავით ვარდიაშვილი დაიკავებს, რომელიც ამ პოსტზე 2025 წლის შემოდგომაზე დაინიშნა.
ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა.
2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.




























