პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ქვეყანაში ამ დრომდე არ მუშაობენ მუზეუმები, არ ფუნქციონირებს კინო და არ ტარდება სხვადასხვა კონცერტები, რომელთა ბილეთების შეძენა პანდემიამდე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების საშუალებთ იყო შესაძელებელი. თუ ზარალი კინოთეატრების შემთხვევაში დიდია, არანაკლები პრობლემების წინაშე არიან ისინიც, რომლებიც ამ დაწესებულებების ბილეთების ონლაინ გაყიდვას უზრუნველყოფდნენ.