მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMG4BUSINESS - კლინიკები პრემიერს მიმართავენ

BM.GE
26.05.20 00:33
654
9 სამედიცინო დაწესებულება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიამართავს. კლინიკები კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ითხოვენ, ჰოსპიტალური სექტორის მხარდაჭერას, ისევე როგორც ეს მოხდა ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. მიმართვის ადრესატები გიორგი გახარიას გარდა, არიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე.