myway airlines-მა რუსული ემბარგოს ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 600 000 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის ზარალი ნახა. ავიაკომპანიის დირექტორი იგორ აფციაური სახელმწიფოს “სტიმულირების პროგრამას”, რომელიც რუსეთ-საქართველოს ავიარეისებით მგზავრთგადაყვანის სუბსიდირებას გულისხმობს, აკრიტიკებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ეს ქმედება, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, რომელიც საერთაშორისო ავიარეისებზე სუბსიდირებას კრძალავს. როგორც აფციაური ამბობს, აღნიშნულ საკითხზე mywayairlines-ის მენეჯმენტს შესაბამისი უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.
იგორ აფციაური - Myway airlines დირექტორი