გასული კვირის მიწურულს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ რეკომენდაციების ნუსხა, რომლის მიხედვითაც ღია და დახურული ტიპის აუზები საქმიანობის განახლებას შეძლებენ. სასტუმროების აუზების შემხთვევაში გახსნის თარიღი 8 ივნისია, თუმცა იმ კომპანიების შემთხვევაში რომლებიც მომხმარებლებს სასტუმრო მომსახურების გარეშე სთავაზობენ აუზების მომსახურებას გახსნის კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით კი თუ ამ მიმართულებით პროცესები არ დაჩქარდა აუზების მომსახურების განახლებას ბოლო, მე-6 ეტაპზე უნდა ველოდოთ. როგორ ემზადებიან აუზები იმ გაიდლაინების დასაკმაყოლებლად რომელიც ჯანდაცვის სამინისთრომ შეიმუშავა და ხომ არ გამოიწვევს ეს მომსახურების საფასურის გაძვირებას