მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BMW-ს ახალი დირექტორი ეყოლება – ვინ არის მილან ნედელკოვიჩი?

bmw

გერმანულ საავტომობილო გიგანტ BMW-ს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება. 2026 წლის მაისიდან კომპანიის CEO მილან ნედელკოვიჩი გახდება, რომელიც ამ პოსტზე ოლივერ ზიპსის ჩაანაცვლებს.

56 წლის ნედელკოვიჩი გამოცდილი მენეჯერია, რომელიც BMW Group-ში 1993 წლიდან მუშაობს და თითქმის ყველა დეპარტამენტში აქვს მოღვაწეობის ცოდნა-გამოცდილება.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნედელკოვიჩი კომპანიის დირექტორი მინიმუმ 2031 წლამდე იქნება, რაც ინვესტორთა გრძელვადიან ხედვაზე და ნედელკოვიჩის მიმართ ნდობის არსებობაზე მიუთითებს.

გამოცდილებასთან ერთად, მას განათლებაც გამოარჩევს, რადგან ნედელკოვიჩი როგორც მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის, ასევე RWTH Aachen-ის და მიუნხენის ტექნიკური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, სადაც მან ინჟინერიის მიმართულებით დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

წლების განმავლობაში ის იყოს BMW-ს საწარმოო ხაზის, ინჟინერიის, ხარისხის კონტროლის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელი.

კომპანიის განცხადებით, ნედელკოვიჩის მთავარი ამოცანა ჩინეთის ბაზარზე BMW-ს გაძლიერება, ელექტრომობილების მიმართულების განვითარება და Neue Klasse-ის დიზაინის მქონე სამოდელო ხაზის ბაზარზე წარმატებით ჩაშვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები