მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BMW-ს აქციები მკვეთრად ეცემა - მიზეზები

bmw

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ 2026 წლის მოგების პროგნოზი შეამცირა, რამაც კომპანიის აქციების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ვარდნამ გამოიწვია. მხოლოდ წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიას 35%-იანი კორექცია აქვს.

მენეჯმენტის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის კლებამ და ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულმა შეფერხებებმა განაპირობა. კომპანიის მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპასა და აშშ-ში გაყიდვების მოცულობის პოზიტიური დინამიკა ჩინეთსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებულ ვარდნას ვერ აბალანსებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გერმანული გიგანტის ფინანსურმა პროგნოზმა მთლიანად ევროპულ ავტოსექტორზე იქონია გავლენა, რის გამოც BMW-ს კონკურენტების, Volkswagen-ისა და Mercedes-Benz-ის აქციებზეც გაიზარდა ზეწოლა.

რაც შეეხება უფრო დიდ პრობლემას, ეს ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს უკავშირდება, რომელიც ევროპული ავტოინდუსტრიისათვის მთავარი პრობლემაა და მისი პასუხი ამჟამად არც BMW-საც არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები