მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BMW-ს ახალი ლოგო აქვს

5e60bab55bcba
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 00:00
3057
BMW-მ ლოგო განაახლა. ეს სიმბოლოს პირველი განახლებაა, ბოლო 20 წლის მანძილზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გერმანულმა ავტომწარმოებელმა ლოგოს ტრადიციული შავი რკალი გამჭვირვალე წრით შეცვალა. რაც შეეხება ცისფერ და თეთრ ფერებს ემბლემაში უცვლელი დარჩება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა მოდელ Concept i4-თან ერთად გამოჩნდა. ლოგოს ბრტყელი დიზაინი ექნება, რაც უფრო ფუტურისტულ იერსახეს მისცემს მას. 

როგორც კომპანიის კრეატიული მენეჯერები აღნიშნავენ, ახალი ლოგოს გამჭვირვალე დიზაინი უფრო მისაღები იქნება ახალგაზრდა თაობის მომხარებელთათვის.

ბრენდისთვის, ასეთი თამამი ნაბიჯი - 103-წლიანი ისტორიის მქონე ლოგოს განახლება, ნიშნავს მის სწრაფვას, ციფრულ ეპოქაში მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები