ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის მდგომარეობა საყურადღებოა.
"ბოჭორიშვილის კლინიკაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ერთი პაციენტი გუშინ დაგვემატა. აღნიშნული 21-დან 9 არის საყურადღებო. 7 გვყავს 18 წლამდე ასაკის და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა.
კითხვაზე, როგორია სასულიერო პირის და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმმა უპასუხა, რომ არასრულწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო მოზარდის - საყურადღებო.




























