მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოჭორიშვილმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს არ მიეცემათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი

12

ევროკომისიის სპიკერმა სიობჰან მაკგარმა ყულევის პორტის შესახებ განაცხადა, რომ მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებს საქართველოს პორტებში არ შეუშვებენ.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა ყულევის პორტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„მართლაც სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავდით სიაში ყულევის პორტის დამატებასაც. ამის მიზეზი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ურთიერთობა და ის ეჭვი იყო, რომ პორტი შესაძლოა რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის ყოფილიყო გამოყენებული, რაც რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციების დარღვევაა.

ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალურმა წარგზავნილმა, დევიდ ო'სალივანმა, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო დაპირება, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი მსგავსი ქმედებები შეწყდება. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან არცერთ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება.

დამატებითი ვალდებულებები აიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა, რომელიც ამ პორტის ოპერატორია. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ პირობების შესრულებას და არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ შეწყვეტს რეექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, სრულდება თუ არა ეს პირობა რეალურად", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები