რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ განაცხადა, რომ ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და გადასცა რუმინული მხარის გზავნილი სასამართლო სისტემის რეფორმის საჭიროებების შესახებ.
"სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მქონდა საუბრები აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან. რაც შეეხება საქართველოს, რუმინული და ევროპული მხარის სახელით გადავეცი მკაფიო გზავნილი სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის აუცილებლობის შესახებ. თუმცა ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ პრორუსული გავლენის ალტერნატივის შექმნა, რაც გამოიხატება ეკონომიკურ ზრდასა და დაკავშირებადობაში ეს ჩვენთვის, შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
არაერთხელ მითქვამს და ზუსტად იგივე გზავნილი გადავეცი საგარეო საქმეთა მინისტრსაც ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ აღვნიშნე ამ დიალოგის განახლებისა და ამ გზის გაგრძელების საჭიროება, თუმცა ასევე აუცილებელია რეფორმები, რათა ეს მოხდეს. ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ციხეში ჩასვეს, რეალური მართლმსაჯულების სისტემის წინაშე უნდა წარდგნენ და მართლმსაჯულება არ უნდა იქნეს გამოყენებული დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად.
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ პროევროპული ალტერნატივა პრორუსული გავლენის საპირწონედ", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.




























