მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი და Google-ი ტრამპის ინაუგურაციისთვის $1-1 მლნ-ს შესწირავენ

ტრამპი
სტატიაში საუბარია:

Google-ი და ამერიკული ავიაგიგანტი Boeing-ი ტრამპის ინაუგურაციისთვის $1-1 მლნ-ს შესწირავენ. როგორც BBC წერს, Google-მა აღნიშნული დაადასტურა. კომენტარი გააკეთეს Boeing-შიც.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ Boeing-ის ორპარტიულ ტრადიციას, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის მხარდაჭერას ითვალისწინებს", - განაცხადეს Boeing-ში და დასძინეს, რომ ბოლო სამი პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდში მსგავსი დონაცია აქვთ გაღებული.

შემწირველთა სიაში ასევე შედიან ნავთობმწარმოებელი Chevron და ტექნოლოგიური გიგანტები: Meta, Amazon და Uber. ასევე, ავტომწარმოებელმა Ford-ი, General Motors-ი და Toyota.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები