მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ი თვითმფრინავის მწყობრიდან გამოსვლაში ბრალს აღიარებს - BBC

ბოინგი

Boeing-ის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ საფრენი აპარატის მწყობრიდან გამოსვლასა და კარის პანელის მოწყობაში დამნაშავე თავად თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიაა.

Boeing-ის პრეზიდენტი, დეივ კალჰაუნი აცხადებს, რომ კომპანია ჩადენილ შეცდომას აღიარებს. როგორც ცნობილია, კარის პანელი, რომელიც თვითმფრინავს მოწყდა 27 კილოგრამს იწონიდა და საავარიო გასასვლელს ავსებდა, თუმცა “ალასკას ავიახაზებს” (კომპანია, რომელიც Boeing-ის თვითმფრინავით ოპერირებდა) საჰაერო ტრანსპორტის შეძენისას ამ დეტალზე მოთხოვნა არ ჰქონია. თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი პანელი კი პორტლენდში, მასწავლებლის ეზოში იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ “ალასკას ავიახაზების” მიერ პორტლენდიდან განხორციელებული ფრენის დროს Boeing-ის მიერ წარმოებული თვითმფრინავი წყობიდან გამოვიდა და საავარიო დაშვება განიცადა. შემთხვევას 171-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 6-ვე წევრი უსაფრთხოდ გადაურჩა.

აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Boeing-ის “373 Max 9” მოდელის ოპერირება დროებით აკრძალა - 171 თვითმფრინავი კი ხმარებიდან ამოიღეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ავიაკომპანიამ ამ კონკრეტულ საფრენ ხომალდზე შეზღუდვები ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე დააწესა, მას შემდეგ რაც ხარვეზი თვითმფრინავების წნევის სისტემას დაუდგინდა. მომხდარზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები