მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-მა უკრაინულ კომპანიებს $200 მლნ ღირებულების ვალი ჩამოაწერა - შმიგალი

64393a1446d3b
მარიამ ვარადაშვილი
14.04.23 16:43
749
აშშ-ში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამერიკულ კომპანიებს შეხვდა. როგორც შმიგალი ტვიტერზე წერს, შეხვედრაზე Boeing-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინულ კომპანიებს 200 მილიონი დოლარის მოცულობის ვალდებულებისგან გაათავისუფლებენ.

“დიდი მადლობა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის და უკრაინის დახმარებისთვის. სამომავლოდაც განვიხილავთ Boeing-თან თანამშრომლობას”,-წერს შმიგალი.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის [Eurocontrol] განახლებული პროგნოზით, უკრაინის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის 2029 წლამდე დახურული იქნება. უკრაინასთან ერთად ბელარუსის, მოლდოვისა და რუსეთის საჰაერო სივრცეებშიც ამ დრომდე შენარჩუნდება შეზღუდვები. უკრაინის საჰაერო სივრცე რუსეთის ინტერვენციის დაწყებისთანავე ჩაიკეტა, რასაც მალე მოჰყვა ევროკავშირისა და აშშ-ს გადაწყვეტილება, რომელთაც რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები