ბავშვობაში ნაგვის მანქანის მძღოლობაზე ოცნებობდა, რადგან ეს მანქანა ყველა სხვა მანქანაზე დიდი ეგონა. ყველაზე დიდი მანქანის მძღოლი ვერ გახდა, თუმცა დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის საჭესთანაა.
კორნელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული MBA ხარისხით და Lehman Brothers-ში მუშაობის გამოცდილებით, საქართველოში კერძო საინვესტიციო ფონდის შექმნის მიზნით დაბრუნებული არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს “შემთხვევით აღმოჩნდა ბანკირი”, როცა “საქართველოს ბანკის” მენეჯმენტს შეუერთდა როგორც გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული ბანკინგის მიმართულებით. შემდეგ იყო ბევრი ცვლილება ჯგუფში შემავალ სტრუქტურებში ვიდრე საქართველოს ბანკის დემერჯინგი მოხდებოდა, გაყოფა მოხდებოდა, გაყოფა - მე მაპატიეთ. მოკლედ, ამ ჯგუფის გაყოფის პროცესის პარალელურად, მანამდე და მერე არჩილ გაჩეჩილაძე ჯგუფში შემავალ სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობდა. ამონარიდი ინტერვიუდან რომელიც Forbes სთვის ანა ცხოვრებოვამ გაამზადა თავის დროზე, მისი საინვესტიციო ბან გალტენდ ტაგრტში ყოფნას ემთხვევა, შემდეგ იყო GGU, ენერგოპროექტები, ჰესები, ქარის ელექტროსადგურები, შემდეგ იყო ჯივიპის სახელით ცნობილი კომპანიის ხელმძღვანელობაც, რომელიც ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერია, თორემ მასე ბეევმეც შეგრჩებათ რეალური ბიემდაბლიუს გარეშე. ამის შემდგომ, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას,რომელზეც უკვე ჩვენ, ანუ BMG საქმის კურსში გახლდით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს და არჩილ გაჩეჩილაძეს უკეთებს შეთავაზებას გახდეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი. შეთავაზება მიღებული, გადმობარება დასრულებული, არჩილ გაჩეჩილაძე მესამე თვეა საქართველოს ბანკის ოფისში გენდირექტორის კაბინეტს იკავებს.
სტუმარი: არჩილ გაჩეჩილაძე - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი


































