BOGG PLC “AMERIABANK”-ის შეძენაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს;
ქართული კომპანიების კვირეული LSE-ზე;
კვირის მეორე მთავარი მოვლენა ბიზნესისთვის - ეს ამბავი დიდი ალბათობით მთელი წლის მთავარი მოვლენა იქნება, როცა დადასტურდება, რომ BOGG სომხეთის უმსხვილეს “AMERIABANK”-ს შეიძენს. საქართველოს ბანკის ჯგუფი მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს. თავად “AMERIABANK” წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ეს ტრანზაქცია იქნება სომხეთში განხორციელებული ყველაზე დიდი დასავლური ინვესტიცია BOGG PLC-ის მიერ რომლის აქციონერებიც არიან მსოფლიოს წამყვანი ისეთი საინვესტიციო ორგანიზაციები როგორიცაა: JP Morgan, BlackRock, Vanguard. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედი საინვესტიციო ჯგუფი ასეთ მნიშვნელოვან ბაზარზე ინტერვენციას ახორციელებს, რაც ბიზნესის თვალსაზრისითაც და გეოპოლიტიკური დანიშნულებითაც ჩვენს ქვეყანას რეგიონში დასავლური ინსტიტუციური ინვესტიციების ლოკომოტივად აქცევს.