ბოლივიაში, 19 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტმა როდრიგო პაზმა გაიმარჯვა. მან არჩევნების შედეგად კონსერვატორი კანდიდატი, ხორხე კუიროგა დაამარცხა.
58 წლის სენატორმა, რომელიც ქრისტიან დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, ხმების 54.5%-ის მოპოვება შეძლო, თუმცა მისმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში სრული უმრავლესობის ვერ მოიპოვა. ამიტომ მას კოალიციაში შესვლა და ახალი ალიანსის ჩამოყალიბება მოუწევს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რომელმაც მოსახლეობას მემარცხენე მმართველობის დასრულების სურვილი გაუჩინა.
ახლად არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, “ბოლივია მსოფლიოსთვის უნდა გაიხსნას”. მანვე თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა კერძო სექტორის ზრდასა და მისთვის შეღავათების დაწესებაზეა დამოკიდებული.
საგულისხმოა, რომ არჩეული პრეზიდენტის სურვილს აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება წარმოადგენს. ცნობისთვის, 2009 წლის შემდგომ ორ ქვეყანას შორის ვითარება საკმაოდ დამძიმდა. როდრიგო პაზი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური დახმარების გაწევა ბოლივიის ეკონომიკას გამოაცოცხლებს.
ანალიტიკოსთა მოსაზრებით, არჩეული პრეზიდენტის მიერ არჩევნებში გამარჯვება ხაზს უსვამს ბოლივიის “ახალი მიმართულებით განვითარებას”.




























