მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლივიის მიმართ ტექ-გიგანტების დაინტერესება იზრდება - რას აანონსებს ახალი მემარჯვენე პრეზიდენტი?

როდრიგო პაზი
სტატიაში საუბარია:

ბოლივიის პრეზიდენტმა, როდრიგო პაზმა დააანონსა, რომ იანვარში დედაქალაქ სუკრეს წამყვანი ამერიკული კომპანების, Tesla-ს, Amazon-ისა და Oracle-ის დელეგაციები ესტუმრებიან. როგორც ქვეყნის ლიდერი აღნიშნავს, მათი ვიზიტის მიზანი ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იქნება.

არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება ინვესტიციების განხორციელებას, მათ შორის, ქალაქ ელ ალტოსა და კოჩაბამბაში. როგორც ქვეყნის ახლად არჩეული მემარჯვენე პრეზიდენტი ამბობს, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ბოლივიას უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტების დაინტერესებაზე საუბრის პარალელურად, პაზმა მოსახლეობას შეატყობინა, რომ ბოლივიაში სატელიტური ინტერნეტის გამოყენების ლიცენზია ოფიციალურად მიენიჭათ ილონ მასკის Starlink-ს, ასევე ჯეფ ბეზოსის პროექტ Leo-ს და OneWeb-ს. შესაბამისად, არამარტო ქვეყნის დაბლობ რეგიონებში, არამედ ანდების მთებში მცხოვრებ მოსახლეობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომა ექნება. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კომპანიები IBM-ი, Google-ი, Amazon-ის შვილობილი AWS-ი, Oracle-ი და Project Management Institute-ი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებულ 10,000 ბოლივიელ ახალგაზრდას სწავლას დაუფინანსებენ. საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები კი სამუშაო პრაქტიკას SpaceX-ის ტექსასისა და ფლორიდას ოფისებში გაივლიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები