მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლნისის მერმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

BM.GE
07.03.19 08:56
811
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2018 წელს 90-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია- ექსპლოატაციის კუთხით გაიხარჯა 10 185 300 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 საცხოვრებელი სახლის სახურავი გადაიხურა, 11 სოფელში კი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გაზიფიცირების სამუშაოები შესრულდა. დავით შერაზადიშვილმა პრეზენტაციისას მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურ პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წელს მუნიციპალიტეტის მერიამ, პროგრამის ფარგლებში, 5500-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება. სოციალური მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 751 200 ლარია დახარჯული.


http://bolnisi.ge/?p=20389.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები