მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წელიწადში ქალაქში მოსახლეობა 309 800-ით გაიზარდა, სოფელში - 101 300-ით შემცირდა|საქსტატი

მოსახლეობა

საქსტატის ინფორმაციით, 2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ძირითადად თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში გაიზარდა. დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, მცხეთა-მთიანეთში კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ცხრილი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა 1 იანვრის მდგომარეობით (ათასი)

წყარო: საქსტატი

ამავე პერიოდში ქვეყანაში ურბანიზაციის დონე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქალაქო დასახლებებში 2 135 600 ადამიანი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 57.4%-ს შეადგენდა. 2025 წლის 1 იანვრისთვის ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობამ 2 მილიონ 445 400-ს მიაღწია, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში მათი წილი კი 62.2%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, ათი წლის განმავლობაში ურბანიზაციის დონე 4.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ამ პერიოდში ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა 309 800 ადამიანით, 14.5%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სოფლის მოსახლეობა 101 300 ადამიანით, 6.4%-ით შემცირდა.

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა დასახლების ტიპის მიხედვით და ურბანიზაციის დონე, 2015-2025 წლებში

წყარო: საქსტატი

ამრიგად, საქსტატის შეფასებით, 2015-2025 წლებში ქვეყნის მოსახლეობის ზრდა საქალაქო დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული, სოფლებში კი მოსახლეობის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები