მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 20 წელიწადში, ისრაელიდან კონტრიბუცია $2 მლრდ-ზე მეტია, რაც პოტენციალთან შედარებით ცოტაა - იციკ მოშე

ისრაელი

დაახლოებით ბოლო 20 წელიწადში, ისრაელიდან (ტურიზმი და FDI) კონტრიბუცია $2 მლრდ-ზე მეტია, რაც პოტენციალთან შედარებით ცოტაა, - ამის შესახებ Bm.ge-ის საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტმა და ისრაელის სახლის დამფუძნებელმა იციკ მოშემ განუცხადა.

მისივე თქმით, 2026 უნდა გადაიქცეს აღმავლობის წლად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, თუმცა, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა.

„ჩვენ გავიარეთ უმძიმესი 7 წელი. პანდემია, ომები... 2026 უნდა გადაიქცეს აღმავლობის წლად, მაგრამ
ეს ვერ გამოვა, თუ არ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაგალითად, პირობითად, საქართველო-ისრაელის კომიტეტის, რომელშიც შევლენ ეკონომიკის სამინისტრო, მერია, ბიზნესომბუდსმენი. ჩვენც მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

უნდა მოხდეს კომპანიების მხარდაჭერა ფინანსური და მმართველი ინსტიტუტების მხრიდან, რათა შეძლონ მშვიდობიანად გადალახონ ფორსმაჟორული ეტაპი. თუ ვისწავლით განვლილ 7 წელში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას, მომავალი 7 წელი შეიძლება იყოს კავშირების პიკი“, - განაცხადა იციკ მოშემ.

ინფორმაციისთვის, ისრაელიდან მიმდინარე წლის I-II კვარტალებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა და 27 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ისრაელიდან FDI დაახლოებით 22 მლნ აშშ დოლარი იყო. ჯამში, ბოლო 25 წლის მანძილზე ისრაელიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 300,5 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, გასულ წელს ისრაელიდან ტურიზმის შედეგად, საქართველომ ჯამში 435 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი 241 მლნ აშშ დოლარის. იციკ მოშე ამბობს, რომ წელს ჯამურად ისრაელიდან ტურიზმის შემოსავლები 400 მლნ აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები