მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 24 საათში covid-19-ით 49 მოქალაქე გარდაიცვალა

5fdc51ff57da0
ინგა მურუსიძე
18.12.20 10:52
616

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 მოქალაქე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე საქართველოში სულ გარდაცვლილია 2 002 მოქალაქე.

გარდა ამისა, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით. 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 204 003-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 244 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 171 526-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები