სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მონაცემები განახლდა, რომლის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავრუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში covid-19-ით გარდაცვლილია 2233 მოქალაქე.
ამასთან, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 214 871-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 191 968-მდე გაიზარდა.




























