მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 24 საათში Covid-ით ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 18 დეკემბერი

61bd6c5544b2b
ინგა მურუსიძე
18.12.21 10:59
372
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.11% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.67%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები