მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 24 საათში ფლორიდაში კორონავირუსის 9,999 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

5f02cc9d62b45
ნათია თაქთაქიშვილი
06.07.20 11:07
951
აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 9,999 ახალ შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ფლორიდაში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელმა 200,000-ს გადააჭარბა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, შტატი ინფიცირებულთა მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, სამხრეთ აფრიკა და კანადა.

ფლორიდაში 4 ივლისს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 11,445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შტატში რვა პაციენტი გარდაიცვალა.

ჯამურად ფლორიდის შტატში COVID-19-ის 3,731 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები