ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყანაში Covid 19–ით დაღუპულთა რიცხვმა 3435 შეადგინა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge–ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციითვე, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,67%–ია, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის კი – 2,5%. სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 268355 , ბოლო 24 საათში - 258
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 261637 , ბოლო 24 საათში - 571
მათ შორის გარდაცვლილი - 3435 , ბოლო 24 საათში - 10
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 9653, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 4697, PCR ტესტით - 4956
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,67%, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,5%
კარანტინის რეჟიმში - 328
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1723
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 231




























