მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა მიმართულებით კრიმინალის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გვჭირდება და ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმა მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი.

„ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში, წელს - 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა. ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები