მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 4 თვეში საქართველომ ატმის ექსპორტიდან ₾32 მილიონამდე შემოსავალი მიიღო

ხილი

2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 31.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული პროდუქტის რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც წესი, ატმისა და ვაშლატამას მთავარ საექსპორტო ბაზრებს რუსეთი, უკრაინა და სომხეთი წარმოადგენს. მიმდინარე წლის 4 თვეში კი ექსპორტის სტატისტიკა ასეთია:

  • რუსეთი - 22 ათასი ტონა;
  • უკრაინა - 2.4 ათასი ტონა;
  • სომხეთი - 637 ტონა;
  • ბელორუსია - 394 ტონა;
  • ლატვია - 158 ტონა;
    მოლდოვა - 40 ტონა;
  • ყაზახეთი - 18 ტონა;
  • პოლონეთი - 18 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები