მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 4.5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 10 834 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა

5fd77cd5b1b8a
BM.GE
14.12.20 19:05
1123
2020 წლის 1 აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

როგორც bm.ge-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმის და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 39%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 40%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 656 ტონა), უკრაინასა (3 196 ტონა) და სომხეთში (2 838 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები