მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 წლის განმავლობაში რეალური ხელფასის საშუალო წლიური მატება 24 ლარი და 60 თეთრია

5da2e750cad0f
ირაკლი მაკალათია
13.10.19 12:54
4301
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად საშუალოდ - 62.6 ლარით, ხოლო რეალური ხელფასი 24.6 ლარით იზრდება.

2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1 068,3 ლარი შეადგინა, ხოლო რეალურმა ხელფასმა (2013 წლის მუდმივ ფასებში) 900,4 ლარი

ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013 წლის მუდმივ ფასებში გადაყვანით) საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად საშუალოდ 62.6 ლარით იზრდება, ხოლო ინფლაციის საერთო დონის გათვალისწინებით, რეალური ხელფასი საშუალოდ 24.6 ლარით იზრდებოდა.

საზოგადოებაში ხშირია უკმაყოფილება საშუალო ხელფასისა და მისი დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ. ცხადია, დაქირავებით დასაქმებულთა უმეტესობის ხელფასები მკვეთრად ჩამორჩება საშუალო ხელფასს. საშუალო ხელფასის გამოთვლის მეთოდი შემდეგია, ყველა დაქირავებით დასაქმებულის ხელფასების ჯამი იყოფა ყველა დაქირავებით დასაქმებულის რაოდენობაზე და მიიღება საშუალო ხელფასი. ცხადია, აქ მოხვდება ის დასაქმებული, რომლის ხელფასია პირობითად 16 000 ლარი და ის დასაქმებული რომლის ხელფასიც 300 ლარია. აქედან გამომდინარე, საშუალო ხელფასი ქვეყნის ეკონომიკური და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შეფასების ზუსტ და სრულ სურათს ვერ იძლევა. შრომის ბაზრის უფრო დეტალური დახასიათებისათვის აუცილებელია ისეთი სტატისტიკური სიდიდეების გამოყენება, როგორიცაა მოდა (დასაქმებულთა უმეტესობას რამდენი აქვს ხელფასი) და მედიანა (ხელფასის რაოდენობა, რომელზე ნაკლები დასაქმებულთა 50%-ს აქვს და დასაქმებულთა მეორე 50%-ს ამ ხელფასზე მეტი).

2018 წლის მონაცემებით, ევროპის TOP-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მაღალი ხელფასი (ნეტ-ხელფასი, ხელფასი გადასახადის გადახდის შემდეგ) აქვთ: 1. დანია - 3 270 ევრო; 2. ლუქსემბურგი - 3 159 ევრო; 3. შვედეთი - 2 570 ევრო; 4. ფინეთი - 2 509 ევრო; 5. ირლანდია - 2 479 ევრო; 6. ავსტრია - 2 324 ევრო; 7. გერმანია - 2 270 ევრო; 8. საფრანგეთი - 2 225 ევრო; 9. ჰოლადია - 2 155 ევრო და 10. დიდი ბრიტანეთი - 1 990 ევრო.

საქართველოში, როცა საუბარია მომსახურების სფეროს რეგულირებით ფასის ხელოვნურად ზრდაზე იმ მოტივით, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც მსგავსი ტარიფებია, არის არასწორი მიდგომა. ქვეყნებში სადაც მომსახურების სფეროებში მაღალია ფასებია, იქ მომსახურებაც მაღალი ხარისხისაა და მოსახლეობის ცხოვრების დონეც. მოსახლეობის მყიდველუნარიანობა მაღალია და შეუძლია ამ ძვირი სერვისის ყიდვა განსხვავებით საქართველოსგან, სადაც მომსახურების ფასის ხელოვნურად ზრდის ფონზე, დაბალია შემოსავლები და ცხოვრების დონე, შესაბამისად, მოსახლეობა დაბალმყიდველუნარიანია გაძვირებული სერვისების მიმართ.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები