მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 6 წელში საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა - TBC Capital

უცხოელი სტუდენტები

TBC Capital-ის სექტორული მიმოხილვის თანახმად, განათლების სექტორისთვის უცხოელი სტუდენტები ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

პუბლიკაციის მიხედვით, ბოლო 6 წლის განმავლობაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გასამმაგდა.

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა (ათასი)

2024/25 სასწავლო წელს სტუდენტების რაოდენობა 5.6%-ით (10,080 სტუდენტით) გაიზარდა და 188 ათასი შეადგინა. ამასთან, 2024 წელს 8%-იანი ზრდის შემდეგ, საბაკალავრო პროგრამის საშუალო ფასი კვლავ გაიზარდა 2025/26 სასწავლო წლისთვის 2.2%-ით და 5,019 ლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ უცხოელი სტუდენტების 80% კერძო უნივერსიტეტს ირჩევს.

კვლევის თანახმად, უცხოელ სტუდენტებში ინდოეთის წილი 55%-ია, მზარდი ბაზრებია იორდანია, ისრაელი, სუდანი.

"დემოგრაფიული ტრენდების გათვალისწინებით, სტუდენტების მოსალოდნელი რაოდენობა მომავალ ათ წელიწადში კლებადია, ამიტომ, უცხოელი სტუდენტები მომავალშიც მნიშვნელოვანი სეგმენტი იქნება უნივერსიტეტებისთვის", - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები