მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 8 თვეში ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ $9.7 მლნ შეადგინა - 99% რუსეთში გაიყიდა

ვაშლი

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით საქართველოდან 15.4 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 9.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც 15.3 ათასი ტონა ვაშლი გაიყიდა. 60 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია ყაზახეთში, 21 ტონა - თურქეთში და 3 ტონა - სომხეთში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 13.3 ათასი ტონით (7.2-ჯერ), ხოლო ღირებულება - 8.3 მლნ აშშ დოლარით (6.9-ჯერ) გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები