მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო 8 წელში ძალიან ბევრი პროგრესი მოვიტანეთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი

611b9d15245fd
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 15:42
1584
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ "ძალიან ბევრი პროგრესი" მოიტანა. ამის შესახებ მან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის წარდგენისას განაცხადა.

მან იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რომელიც კონკრეტულად ხელვაჩაურში განხორციელდა და აღნიშნა, რომ ამისთვის ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდა, რამაც განაპირობა ის განვითარება, წინსვლა და პროგრესი, რომელიც თითოეულ რეგიონში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შემოვიდა.

შეიძლება ჩამოვთვალოთ ყველა ის მიღწევა, რომელიც მაგალითად ხელვაჩაურის რაიონში განვახორციელეთ - იქნებოდა ეს გზების რეაბილიტაცია, გაზგაყვანილობა, სკოლების, ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ამბულატორიების მშენებლობა და მათი აღჭურვა. ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იმისთვის რომ დღევანდელი დღე უკეთესი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები