PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2015-2023 წლებში აშშ-სგან საქართველომ 1.3 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება მიიღო. აქედან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ქვეყანამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] მეშვეობით მიიღო. ეს თანხა ძირითადად უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს მოხმარდა. კონკრეტულად ეკონომიკურ განვითარებაზე დაახლოებით 237 მლნ დოლარია დახარჯული.
ეს თანხა ასე გადანაწილდა:
- კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა - 109 623 541 დოლარი
- სოფლის მეურნეობა - 63 856 631 დოლარი
- ინფრასტრუქტურა - 44 545 425 დოლარი
- მაკროეკონომიკური ფაქტორები ზრდისთვის - 5 760 686 დოლარი
- ვაჭრობა და ინვესტიციები - 4 572 090 დოლარი
- შრომის პოლიტიკა და ბაზრები - 4 373 815 დოლარი
- ეკონომიკური განვითარება - ზოგადი - 2 103 368 დოლარი
- ეკონომიკური შესაძლებლობა - 1 162 729 დოლარი
- ფინანსური სექტორი - 508 865 დოლარი
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედების გამო აშშ-მა წელს განაცხადა, რომ 95 მოლნ დოლარის მოცულობის მხარდაჭერას აჩერებს.