საინვესტიციო ბანკ Galt&Tagart-ის განათლების სექტორის კვლევის თანახმად, 2015-2024 წლებში სახელმწიფო დანახარჯები განათლებაში წლიურად საშუალოდ 13,9%-ით გაიზარდა. თუ 9 წლის წინ სახელმწიფო დანახარჯი განათლებაზე ₾1,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი ₾4,9 მილიარდამდე გაიზარდა.

სახელმწიფოს მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯების სტრუქტურის მიხედვით, 4,9 მილიარდი ლარიდან ყველაზე მეტი [48,7%] ზოგადი განათლების დაფინანსებას მოხმარდა, მეორე ადგილზეა სკოლამდელი განათლება [15,7%[, ხოლო ჯამური დანახარჯების 12,7% უმაღლესი განათლების დაფინანსებისთვის გამოიყო.

Galt&Tagart-ის კვლევის თანახმად, ქვეყანაში 64 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, სადაც 2025/26 სასწავლო წლისთვის 195,4 ათასი სტუდენტი სწავლობდა.




























