მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ათწლეულში აშშ-ის ექვსმა უდიდესმა ბანკმა $1 ტრილიონის სუფთა მოგება მიიღო

63aadec0cc377
გიორგი არონია
28.12.22 00:15
830
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ექვსმა უდიდესმა ბანკმა - JPMorgan-მა, Bank of America-მ, Wells Fargo-მ, Citigroup-მა, Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ, ჯამში, თითქმის $1 ტრილიონის სუფთა მოგება მიიღო.  ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგების მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია, როგორც ბაზრის ვოლატილობის ფონზე გამომუშავებული თანხით, ასევე ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბანკებისთვის გადასახადების შემცირების გადაწყვეტილებით.

No description available.
2013-2022 წლებში, ექვსი უმსხვილესი ამერიკული ბანკის წმინდა მოგება ასე გადანაწილდა:



- JPMorgan - $293.3 მილიარდი
- Bank of America – $200.1 მილიარდი
- Wells Fargo – $192.6 მილიარდი
- Citigroup – $131.9 მილიარდი
- Goldman Sachs – $96.5 მილიარდი
- Morgan Stanley – $79.4 მილიარდი

გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, წმინდა მოგების $1-ტრილიონიან ნიშნულს ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი უმსხვილესი ბანკი მიმდინარე წლის დასრულებამდე ან 2023 წლის პირველ რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები