მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Goldman Sachs-მა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Goldman

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Goldman Sachs-მა 2026 წლის მესამე კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები კომპანიის კვარტალურ შემოსავალს $16.71 მილიარდის დონეზე ვარაუდობდნენ, რეალურმა მაჩვენებელმა $18.68 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-იან ზრდას ნიშნავს.

ამასთან, ერთ აქციაზე გადანაწილებული კორექტირებული მოგების საპროგნოზო მოცულობა $13.08-ს უტოლდებოდა, თუმცა რეალურმა მონაცემმა $17.01 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების მატება ძირითადად გლობალური ბანკინგის და საფონდო ბაზრების სეგმენტის შედეგებმა განაპირობა, სადაც შემოსავალი წლიურად 32%-ით, $13.5 მილიარდამდე გაიზარდა. აქციებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი 72%-ით გაიზარდა და $6.44 მილიარდი შეადგინა, ხოლო საინვესტიციო საბანკო საკომისიოები 21%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Goldman Sachs-ის აქციების ფასი 1.5%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაცია 264 მილიარდამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები