ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 14 ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის - ჯამში 74 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























