რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის მიერ გასულ კვირაში მიღებული კანონში ცვლილებები ევროკავშირის 9 დათქმას 11-მდე გაზრდის.
"საჯარო სამსახურის შესახებ და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში ცვლილებები ევროკავშირის 9-პუნქტიან მოთხოვნებს 11 პუნქტამდე გაზრდის.
2028 წლისთვის მათი განცხადებით დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ახლა დარჩენილი 9 ნაბიჯი 99 ნაბიჯამდე გაიზრდება და რას იტყვიან, ევროკავშირი საქართველოს ჩაგრავს და აშანტაჟებსო? თუმცა ეს არ მოხდება. რადგან ასეთი უკუნაბიჯებით ოცნება სწრაფი ტემპით შორდება არა მარტო ევროკავშირს, არამედ საკუთარ ხალხს, და მათ მალე სულ სხვა სახის მოლაპარაკებებში მოუწევთ მონაწილეობა", - წერს გოგოლაძე.