საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, გასული კვირის საშუალო ფასი 195 დოლარს აჭარბებდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
რეგიონულ ჭრილში ფასი განსხვავებულია, ევროპაში საშუალო ღირებულება თითქმის 200 დოლარს აღწევს, უფრო ძვირი ღირს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ბარელი 206 დოლარზე მეტი ღირს. ჯერჯერობით ყველაზე იაფი საავიაციო საწვავი ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონშია.
Reuters წერს, რომ, რომ ფასის უპრეცედენტო ზრდამ, რომელიც ინდუსტრიის საოპერაციო ხარჯების მეოთხედს შეადგენს, გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რამაც ავიაკომპანიები აიძულა გაეზარდათ ტარიფები, შეემცირებინათ გამტარუნარიანობა და გადაეხედათ საკუთარი ფინანსური პროგნოზებისთვის.
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დღის განმავლობაში შემცირების ტენდენცია ფიქსირდება – ნავთობი საშუალოდ 1%-ით არის გაიაფებული და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 107 დოლარს შეადგენს, რაც ამ კორექციის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე 76%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























