მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი იაფდება

საავიაციო საწვავი

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავის ფასი მცირდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საწვავის ფასი 11%-ით ბარელზე 141 დოლარამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ირანი-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების დროს საწვავზე ფასი გაორმაგდა და 200 დოლარს აჭარბებდა. თვიურ ჭრილში ფასის კლება 25%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავის საშუალო ფასი 141 დოლარამდე შემცირდა, გასულ წელთან შედარებით კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და წლიურად დაახლოებით 50%-ით არის გაძვირებული.

რეგიონების მიხედვით საწვავის ფასი განსხვავებულია და ევროპაში ყველაზე ძვირი დაახლოებით 146 დოლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები