მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება

საავიაციო საწვავი

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)-ის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავი 6%-ით, ბარელზე 181 დოლარამდე გაძვირდა.

გასულ თვესთან შედარებით საავიაციო საწვავის გლობალური ფასი 15.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდამ 101% შეადგინა.

რეგიონების მიხედვით მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ევროპა და ცენტრალური აზია: ფასი წინა კვირასთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა და ბარელზე 192 დოლარს მიაღწია.
  • ჩრდილოეთ ამერიკა: ფასი 5%-ით გაიზარდა და ბარელზე 182 დოლარი შეადგინა;
  • აზია და ოკეანეთი: კვირის განმავლობაში დაფიქსირდა 7%-იანი ზრდა, სადაც ფასმა ბარელზე 169 დოლარი შეადგინა;
  • ახლო აღმოსავლეთი: ფასი 6.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 165 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები