მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო საწვავი წინა წელთან შედარებით 63%-ით არის გაძვირებული - IATA

საავიაციო საწვავი

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, საავიაციო საწვავის საშუალო ფასი წინა კვირასთან შედარებით 7.5%-ით შემცირდა და ბარელზე 147 დოლარი შეადგინა. კვირის ჭრილში კლების მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასი 63%-ით არის გაზრდილი.

საავიაციო საწვავის ფასები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ავიაციის ინდუსტრიაზე, ვინაიდან საწვავის ხარჯი ავიაკომპანიების მთლიანი საოპერაციო დანახარჯების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპონენტია.

IATA-ს მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ვითარება ასე ნაწილდება:

  • ევროპა: საავიაციო საწვავის საშუალო ფასმა ბარელზე 151 დოლარი შეადგინა. ფასი წინა კვირასთან შედარებით 8%-ით შემცირდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით 66%-იან ზრდას აჩვენებს. (წილობრივი მაჩვენებელი გლობალურ ინდექსში: 28%).

  • ჩრდილოეთ ამერიკა: ბარელი საწვავის საშუალო ღირებულება 147 დოლარია. ფასი წინა კვირასთან შედარებით 7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წელთან შედარებით 60%-ით არის გაზრდილი.

  • აზია და ოკეანეთი : ერთი ბარელი საავიაციო საწვავის ფასი 141 დოლარს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე 6.7%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წლისას 63%-ით აღემატება.

  • ახლო აღმოსავლეთი: საწვავის საშუალო ფასი ბარელზე 139 დოლარია, რაც წინა კვირასთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, ხოლო წინა წელთან შედარებით 66%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები