საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)-ის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავი 7%-ით 195 დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში საწვავი 116%-ით არის გაძვირებული.
IATA-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით წინა კვირასთან შედარებით ფასი ასეთია:
- აზია და ოკეანეთი: 184 დოლარი (ზრდა 9%);
- ევროპა და დსთ: 208 დოლარი (ზრდა 8%);
- ახლო აღმოსავლეთი: 177 დოლარი (ზრდა 8%);
- ჩრდილოეთ ამერიკა: 194 დოლარი (ზრდა 7%);
- ლათინური ამერიკა: 196 დოლარი (ზრდა 6%);
მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის მცირედი კლება ფიქსირდება, რაც აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური ცნობებს უკავშირდება. ირანმა განაცხადა, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტე შვიდი დღის ვადაში გახსნას, თუ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო ზეწოლას შეამცირებს და ირანულ პორტებს ბლოკადას მოუხსნის.






















